+995 (32) 2322232 \ +995 593 800700
შემოსვლა
გასვლა
დაჯავშნა
დადიანების სასახლე მარტვილში

დადიანების სასახლე მარტვილის ეკლესიის მახლობლად, სოფელ სალხინოში აშენდა დავით დადიანის მამის ლევან V დადიანის მეფობისას (1804-1840). ამ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნიშანსვეტს ქვევრის სასახლესაც ეძახიან. ის ადრე მოკრძალებული ზომის სამეფო რეზიდენცია იყო. შენობამ საბოლოო სახე დიდი ხნის შემდეგ მიიღო.

ქვედა სართულის დიდ დარბაზში იყო ჩაშენებული ქვევრი და მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზედაც ბაკქუსის ქანდაკება იყო წამომჯდარი. კედლები მუხისა და წაბლის პანელებით იყო მოპირკეთებული. სალხინოს კომპლექსში აგრეთვე შედიოდა უზარმაზარი, 35 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის, ღვინის მარანი.

სალხინოს სასახლე, საბჭოთა რეჟიმის დროს გაიძარცვა და განადგურდა. შედეგად, სასახლისაგან მხოლოდ გამოშიგნული ნაჭუჭიღა დარჩა.

სასახლე ბოლო წლებში საპატრიარქომ აღადგინა, ძველი ბრწყინვალება კვლავ დაუბრუნა და საპატრიარქო რეზიდენციად გადააქცია.

უკან დაბრუნება

დაჯავშნა

+995 (32) 2322232

+995 593 800700

martvilipalace@gmail.com

სიახლეების გამოწერა

გამოიწერე და მიიღე სპეციალური შეთავაზებები

იხილეთ აგრეთვე