|
მარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონი - დღემდე იდუმალებით მოცული, ულამაზესი ადგილი, ტურისტების ნაკლებობას არასდროს უჩივის. ამ ტერიტორიაზე პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთებიც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ამ მხრივ, კანიონი მსოფლიო მეცნიერებისთვის რიგით მესამე აღმოჩენაა. გაჭედილის იგივე გოჭკადილის კანიონი ერთ-ერთი საოცარი ადგილია საქართველოში. ის ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 240 მეტრზე მდებარეობს. კანიონის სიგრძე 2400 მეტრია. მარტვილის კანიონში, ბევრი ექსპედიცია ჩატარდა. ზოგიერთ მღვიმეში მეცნიერებმა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები და ნასუფრალი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ნაკვალევი დინოზავრის ნაფეხურის მსგავსია. ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები. |
|
დაჯავშნა +995 (32) 2322232 +995 593 800700 martvilipalace@gmail.com |
სიახლეების გამოწერა გამოიწერე და მიიღე სპეციალური შეთავაზებები |
იხილეთ აგრეთვე
|













